ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტი (ინგლ. Harvard University) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს, როგორც კოლეჯი. 1636 წლიდან ეწოდა აშშ-ში ემიგრირებული ინგლისის მინისტრის ჯ. ჰარვარდის (კოლეჯს დაუტოვა ქონების ნახევარი და მდიდარი ბიბლიოთეკა) სახელი. ჰარვარდის უნივერსიტეტი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია შეერთებულ შტატებში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში.
XIX საუკუნემდე კოლეჯი პრივილეგიური საშუალო სკოლა იყო, სადაც იღებდნენ 14 წლის ასაკის ბავშვებს. XIX საუკუნის I მეოთხედში გაფართოვდა სასწავლო დისციპლინების კურსი, შეუერთდა სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები და 1650 კოლეჯი რეორგანიზებულ იქნა და ჰარვარდის უნივერსიტეტად. XIX საუკუნის შუა წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტი კულტურულ ცენტრად იქცა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი უნივერსიტეტის პრეზიდენტად ამერიკელი პედაგოგის ჩ. ელიოტის ყოფნის დროს (1869-1909).
ჰარვარდის უნივერსიტეტს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კურსდამთავრებული, ფაკულტეტის წევრი და მკვლევარი, რომლებმაც მიიღეს ნობელის პრემია (161) და ფილდზის მედლები (18). აგრეთვე ყველაზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებიც იყვნენ აშშ-ს კონგრესის წევრები, მაკარტურის, როდსის (375) და მარშალის (255) სტიპენდიანტები ვიდრე ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს აშშ-ში.[33] უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან აშშ-ს 8 პრეზიდენტი და 188 ცოცხალი მილიარდელი. ეს ყველაზე დიდი ციფრია ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელს შორის. კურსდამთავრებულებმა მიიღეს 10 ოსკარი, 48 პულიცერის პრემია და 110 ოლიმპიური მედალი (46 ოქრო). მათი დაარსებულია უამრავი ცნობილი კომპანია.
ჰარვარდი ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. კერძოდ, 2003 წლიდან სათავეში უდგას Academic Ranking of World Universities (ARWU)-ის, 2011 წლიდან THE World Reputation Rankings-ის, 2004-2009 წლებში THE-QS World University Rankings-ის სიას. 2013 წლის გამოკითხვის თანახმად ჰარვარდი მეორე ადგილს იკავებს მოსწავლეებსა და მშობლებს შორის საოცნებო სასწავლებლებს შორის.
კურსდამთავრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჯონ ადამსი - ამერიკის მეორე პრეზიდენტი
-
ჯონ კუინსი ადამსი - ამერიკის მეექვსე პრეზიდენტი
-
რეზერფორდ ჰეისი - ამერიკის მეცხრამეტე პრეზიდენტი
-
თეოდორ რუზველტი - ამერიკის ოცდამეექვსე პრეზიდენტი და ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში
-
ფრანკლინ დელანო რუზველტი - ამერიკის ოცდამეთორმეტე პრეზიდენტი
-
ჯონ ფიცჯერალდ კენედი - ამერიკის ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტი
-
ელენ ჯონსონ-სირლიფი - ლიბიის პრეზიდენტი და ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში
-
ჯორჯ უოლკერ ბუში - ამერიკის ორმოცდამესამე პრეზიდენტი
-
ბილ გეიტსი - Microsoft-ის დამფუძვნებელი
-
პან გი მუნი - გაეროს გენერალური მდივანი
-
ბარაკ ობამა - ამერიკის ორმოცდამეოთხე პრეზიდენტი და ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში
-
მარკ ცუკერბერგი - Facebook-ის ერთ-ერთი დამფუძვნებელი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 11, გვ. 603, თბ., 1987
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Samuel Eliot Morison (1968). The Founding of Harvard College. Harvard University Press, გვ. 329. ISBN 978-0-674-31450-4.
- ↑ Ma, Virginia. Harvard's Endowment Soars to $53.2 Billion, Reports 33.6% Returns. ციტირების თარიღი: October 14, 2021
- ↑ https://guides.library.harvard.edu/hua/harvardpresidentsandinaugurations
- ↑ https://www.nytimes.com/2018/02/11/us/harvard-president-bacow.html
- ↑ https://news.harvard.edu/gazette/story/2022/12/harvard-names-claudine-gay-30th-president/
- ↑ https://www.cnbc.com/2024/01/02/harvard-university-president-claudine-gay-resigning-her-post-reports-say.html
- ↑ https://www.harvard.edu/about-harvard/harvard-glance
- ↑ U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — National Association of College and University Business Officers, 2023.
- ↑ Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
- ↑ Harvard at a Glance. Harvard University. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 23, 2015. ციტირების თარიღი: December 26, 2019
- ↑ ORCID iD — 2012. — ed. size: 11496507
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
- ↑ http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ https://web.archive.org/web/20180821133826/https://sparcopen.org/coapi/members/
- ↑ https://www.cossa.org/members/
- ↑ Our Members / Tier 1
- ↑ https://recap.princeton.edu/
- ↑ https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
- ↑ https://www.aau.edu/who-we-are/our-members
- ↑ https://web.archive.org/web/20240120073011/https://secure.aacu.org/iMIS/AACUR/Membership/MemberListAACU.aspx
- ↑ https://web.archive.org/web/20240120080233/https://acememberdirectory.azurewebsites.net/
- ↑ https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20231016073235/https://www.crl.edu/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20240322080847/https://massnonprofitnet.org/mnn-members/
- ↑ https://college.harvard.edu/admissions/application-requirements
- ↑ https://www.thecrimson.com/article/2018/3/26/harvard-college-costs-rises-three-percent/
- ↑ 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 32.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
- ↑ *Rachel Sugar. (May 29, 2015) Where MacArthur 'Geniuses' Went to College en. ციტირების თარიღი: November 5, 2020
- Top Producers. ციტირების თარიღი: November 4, 2020
- Statistics. ციტირების თარიღი: November 2, 2020
- US Rhodes Scholars Over Time. ციტირების თარიღი: November 23, 2020
- Harvard, Stanford, Yale Graduate Most Members of Congress. ციტირების თარიღი: November 12, 2020
- The complete list of Fields Medal winners. areppim AG (2014). ციტირების თარიღი: September 10, 2015